|
2020-01-13 22:11:58, 1728 ნახვა
საზოგადოება
კურორტ გოდერძიმდე გზები ინტენსიურად იწმინდება
მაღალმთიან აჭარაში თოვლის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. „ხულო-ადიგენის მიმართულებით კურორტ გოდერძიმდე, საღამო საათებშიც, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ცენტრებამდე პრაქტიკულად ყველგან გაწმენდილია გზა და სოფლების მიმართულებით. მუშაობა გრძელდება და მალე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე შეძლებს გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტ გოდერძისკენ მიმავალი ტურისტები. ასევე, ელექტრო მომარაგების კუთხითაც იყო გარკვეული შეფერხება. თუმცა, კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად აღმოფხვრილია ყველა პრობლემა და ელექტრომომარაგება ძალიან მალე აღდგება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა აქტიურად ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს. ამ დროისთვის 30-მდე სოფლის გზა მოწესრიგდა. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნკუდაში, უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად განხორციელდა. თოვლის საფარისგან გაიწმინდა გზები. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის საფარის წმენდას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)