|
2020-01-13 13:38:50, 1304 ნახვა
საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი: ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული
„ის ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამოძიების ფარგლებში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილას ხელყუმბარა საერთოდ არ ყოფილა და ის პაკეტით არის შემოტანილი. „ის ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული. ვიღაცისთვის შეცდომაა, მაგრამ მე დღესაც ყოველ საღამოს, როდესაც ხეობაში ვარ, ჭიშკარში ველოდები თემირლანს. ხელყუმბარა შემოიტანეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან დალუქული. პაკეტზე აწერია გაბრიელ სალოსის ქუჩა 21 ნოემბერი. იმ პაკეტით არის შემოტანილი,შემდგომში გატანისას ისევ იმ პაკეტით ილუქება და მიაქვთ ეს ხელყუმბარა. როდესაც ესროლეს თემირლანს, ვთქვათ მაშინ დაუვარდა ეს ხელყუმბარა, მაგრამ მასზე არც ერთი წვეთი სისიხლი არ არის მაშინ, როდესაც მტელ საძინებელში სისიხლის გუბე დგას. სპეცრაზმელი ჩვენებაში ამბობს, რომ თემირლანი ჯერ მარჯვნივ გადაიხარა და შემდეგ მარცხვნივ, მერე ხელყუმბარა ამოიღო და შემდეგ სცადა მისი გააქტიურება. საინტერესოა, ამდენ ხანში სპეცრაზმელი რას ფიქრობს, ან რას აკეთებს, მითუმეტეს, იარაღით ხელშია. ეს არის შეთხზული საქმე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვენ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)