|
2020-01-12 20:01:18, 1458 ნახვა
საზოგადოება
მღვდელმთავარი ნიკოლოზი მამალაძის შეწყალებაზე - მეორეჯერ დავწეროთ წერილი?
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, სინოდის წევრი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს. "როგორც იქნება საჭირო ისე გავაკეთებთ. როგორ უნდა მივმართოთ? სინოდს ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია, უპრეცედენტო შემთხვევა იყო. სინოდმა ორჯერ მიმართა პრეზიდენტს. კიდევ მეორედ უნდა დავწეროთ ასეთი წერილი? თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით მეორეჯერ დავწეროთ წერილი?",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. "ციანიდის" საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)