|
2020-01-08 12:52:39, 1905 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ რამიშვილი: ვეცდები, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შიმშილობა გადავათქმევინო
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მოსანახულებლად გლდანის ციხეში მისი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მივიდა. როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შეეცდება დეკანოზ გიორგი მამალაძეს შიმშილობა გადააფიქრებინოს. „პირველ რიგში უნდა გავერკვიო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველანაირად ვეცდები, რომ გადავათქმევინო შიმშილობა იმიტომ, რომ ეს იმ ადამიანების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებმაც თავიდან ბოლომდე ეს სიბინძურე და ეს არაადამიანური, ორგანიზებული ქმედებები განახორციელეს დეკანოზის წინააღმდეგ. ნათლად ჩანს, რომ პენიტენციალურმა სისტემამ, სადაც ჩაატარა ექსპერტიზა, ეს არის დაკვეთით, რაც სურდათ სიმულაციით ჩაწერა, ის ჩაუწერეს, რაც აბსურდია და უბრალოდ სირცხვილია. ექიმები, რომ ესეთ დონემდე მიდიან და ესეთ გარიგებას აწარმოებენ ხელისუფლებასთან და გარკვეულ პირებთან. რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოვიყენეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)