15:10 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 11:15:24, 1816 ნახვა

საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს.

„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ავიახაზების კატასტროფას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. მე ვუცხადებ ღრმა მწუხარებას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგხსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 170 პირი იმყოფებოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics