|
2015-01-25 17:12:27, 2040 ნახვა
სამართალი
ემზარ კვიციანის ადვოკატები ირაკლი ფირცხალავას, კახა თარგამაძისა და პეტრე მამრაძის წინააღმდეგ ხვალ სარჩელს შეიტანენ
ემზარ კვიციანის ადვოკატები, ხვალ, პირველ საათზე, მორალური ზიანის დაკისრების მიზნით, ირაკლი ფირცხალავას, კახა თარგამაძისა და პეტრე მამრაძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. როგორც "ექსპრესნიუსს" კვიციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუმარტა, ხსენებულმა პირებმა მედიასაშუალებებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ემზარ კვიციანი გამტაცებელი და მკვლელია. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდებების დამტკიცებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფირცხალავას, თარგამაძისა და მამრაძისთვის მორალური ზიანის დაკისრებას მოითხოვენ. "ირაკლი ფირცხალავამ, კახა თარგამაძემ და პეტრე მამრაძემ სხვადასხვა მედიასაშუალებებით და პრესის მეშვეობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ემზარ კვიციანი არის გამტაცებელი, მკვლელი და ა.შ. ჩვენ ვითხოვთ, დაგვიმტკიცონ, თუ ვინ მოკლა, ან ვინ გაიტაცა. თუ ვერ დაგვიმტკიცებენ, მაშინ სასამართლო თანხმობრივად მათ მორალურ ზიანს დააკისრებს",-განუცხადა ალექსანდრე კობაიძემ "ექსპრესნიუსს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)