|
2020-01-07 17:25:52, 1877 ნახვა
საზოგადოება
საშობაო მსვლელობა დასრულდა
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას წინ სასულიერო პირები და ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებოდნენ. სასულიერო პირები შემხვედრებს ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ და სარკმეველს აკმევდნენ. მსვლელობას ერთი ჯგუფი გამოეყო, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდა, სადაც მათ საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა. მსვლელობაში მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში მივიდა, სადაც ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და ნობათი გადასცა. ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ცნობისთვის, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)