16:10 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 15:25:08, 1044 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: დეკანოზის გათავისუფლება საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანი, მისაღები და სასურველი იქნებოდა

საქართველოს საპატრიარქოსი შეწყალების შესახებ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, საპატრიარქოსთვის მისაღები და სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი და ამით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პერფორმანსი დასრულებულიყო.

მისივე განმარტებით, დეკანოზი მძევლად ჰყავთ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურთ ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მისაღები და სასურველი იქნებოდა, რომ გათავისულებულიყო დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუნდაც იმიტომ რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პერფორმანსი დამთავრებულიყო. ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ ამ ფაქტორს დეკანოზი გიორგი მამალაძის მდგომრეობას, დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებნა ეს და ჩვენი ხედვით, ეს ადამიანი მძევლად არის იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო, შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, რომ ამით დასრულდებუდა ეს სპეკულაციები და სპექტაკლი“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics