|
2020-01-05 12:02:46, 3199 ნახვა
სამართალი
პოლიციამ გურიაში 80 წლის ქალის მკვლელობის საქმე გახსნა
2 იანვარს გურიაში 80 წლის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავა. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, სახლში 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს. სწორედ ამ სოფელში დააკავეს ბრალდებულიც. შსს-ის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 7-დან 15 წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)