16:10 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-04 18:34:18, 2221 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა: საპატრიარქომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე და გათავისუფლდეს ჩემი ძმა

„ჩემი აზრით, საპატრიარქომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე და გათავისუფლდეს ჩემი ძმა“, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქო პასუხისმგებლობისგან მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდება.

„მამა ანდრიას სამწუხაროდ, ავიწყდება ის ფაქტი, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად მიემართა პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, საპატრიარქომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე და გათავისუფლდეს ჩემი ძმა. რაც შეეხება იმას, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ცდილობენ, რა თქმა უნდა, გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდება და იმ მძიმე ცოდვას, რომელიც ჩვენი ოჯახის წინაშე აქვს თითოეულ ადამიანს მოინანიებენ, ამის შემდეგ გათავისუფლდება თითოეული მათგანი“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიღებული  გადაწყვეტილების თანახმად, სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს, თუმცა იქნება თუ არა შეწყალებულებს შორის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერჯერობით უცნობია.

დეკანოზ გიორგი  მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics