|
2020-01-03 17:16:42, 4248 ნახვა
სამართალი
პოლიციამ წნორში დეიდის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ი.გ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)