22:26 - 21 Jul, 2026
|
2020-01-03 13:29:17, 3127 ნახვა
სამართალი
ორ ავარიას 4 ადამიანის მათ შორის ჩვილი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხონში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა 2 იანვარს, საღამოს 10 საათისთვის მოხდა. ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. გარდაცვლილები 30 წლამდე ასაკის არიან. შემთხვევის დროს დაშავდა ერთი პირი. ასევე წუხელ, ავარიას ქობულეთის შემოვლით გზაზე 2თვის ბავშვი და 39 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში. ორივე შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)