|
2015-07-26 12:35:25, 1991 ნახვა
კომენტარი
ჯოზეფ ლიბა: ქართულმა მხარემ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ახალგაზრდული ოლიმპიადა დიდ ოლიმპიადას მიუახლოვა
"ქართულმა მხარემ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დიდ ოლიმპიადას მაქსიმალურად მიუახლოვა",-ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ჯოზეფ ლიბამ განაცხადა. ლიბა განხორციელებული სამუშაოებით კმაყოფილია და ქართულ ხმარეს მადლობას უხდის. "დიდი სამუშაო შესრულდა დროის მცირე მონაკვეთში. უკან არის ყველანაირი შიში ობიექტების მოწყობისა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა მხარემ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სხვა სიმაღლეზე გადაიყვანა და მაქსიმალურად მიუახლოვა დიდ ოლიმპიადას," - განაცხადა ჯოზეფ ლიბამ "კურიერთან" საუბრისას. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი 20:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონია ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ, გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)