18:01 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 14:33:31, 1592 ნახვა

საზოგადოება
კონსულმა ლიპეცკის ოლქთან დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექციის კონსულმა 26 დეკემბერს ლიპეცკის ოლქთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 5  მოქალაქე მოინახულა.

საგარეო უწყევბის ცნობით, აქედან 3 სამედიცინო ცენტრიდან უკვე გაეწერა. დარჩენილი 2 მოქალაქის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მცირეწლოვან ბავშს სავარაუდოდ სამედიცინო ცენტრიდან ორშაბათს გამოწერენ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 მგზავრი, ამათგან საქართველოს 5 მოქალაქე. თბილისის მიმართულებით გამომგზავრების მსურველი დაშავებული მგზავრებისთვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ასევე  საქართველოს 2 მოქალაქე. მათი გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია სამგზავრო ავტობუსის მძღოლი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics