18:01 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 13:44:16, 1621 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში 2 საჩივარი დაარეგისტრირეს

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა - ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადარეიშვილმა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი საჩივარი დაარეგისტრირეს.

საჩივრები საახალწლო ნაძვის ხეს და ვაკეში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას ეხება.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, რამდენად ადეკვატური იყო დედაქალაქის მერიის მიერ გაწეული ხარჯები.

„ერთი მილიონი ლარია გადახდილი ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულებაც ალბათ არ აღემატება 100 ათას ლარს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გამოიძიოს რამდენად ადეკვატური იყო საბიუჯეტო სახსრები, ვგულისხმობ მილიონ ლარს, რომელიც გადახდილია ნაძვის ხეში. ასევე მეორედ განცხადება რომელსაც დღეს დავარეგისტრირებთ პროკურატურაში ეხება სკამებს. 1 ცალ სკამში კალაძე გადაიხდის 12 000 ლარს. პროკურატურას სხვა დანარჩენ საქმეებთან ერთად, ასევე მოუწევს ამ ორი საქმის გამოძიება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics