|
2019-12-27 12:03:41, 1127 ნახვა
საზოგადოება
პაატა იმნაძე: გრიპის გარეშე ზამთარი არ არსებობს, თუმცა არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის
„გრიპი არის ზამთრისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა 100 ათას მოსახლეზე 190 ადამიანია. „ბოლო კვირის მონაცემებით ავადობა არის 190 ადამიანი 100 ათას მოსახლეზე. არავითარ ეპიდემიაზე ლაპარაკი არ არის. ამიტომ ადამიანები, რა თქმა უნდა, გრიპით არიან და ძირითადად ეს არის ბავშვთა ასაკი და მცირეწლოვანები. შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად. მთავარი არის ის, რომ არ მივიდეთ იქამდე, რომ ვიღაცას გრიპის ვირუსი გაურთულდეს, რაც შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე 38.5 და მეტი, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)