04:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 17:11:48, 1973 ნახვა

რეგიონი
რა იგეგმება აჭარაში წინასაახალწლოდ

ბათუმი ახალი წლისთვის საგანგებოდ ემზადება. წელს, საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრმა ევროპის მოედნიდან საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბათუმის ბულვარში გადაინაცვლა. განსაკუთრებულად მოირთო ბულვარის შუა ხეივანი, სადაც დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით შეიფუთა. საახალწლო სამზადისი ბათუმში დასრულდა და საახალწლო განწყობაც ქალაქში უკვე იგრძნობა.

ბათუმსა და ქობულეთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში დღეს აინთება, რითაც სტარტს აიღებს მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები. ზღაპრულად მორთული ბულვარი საახალწლო ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, ქობულეთში კი კონცერტები 1 იანვრამდე გაგრძელდება. ზამთრის ფესტივალს უმასპინძლებს კურორტი გოდერძიც, სადაც 28 დეკემბერს ტურისტებს საინტერესო მუსიკალურ და გასართობ პროგრამას შესთავაზებენ.

კურორტ გოდერძის ფესტივალის, ბათუმისა და ქობულეთის საახალწლო პროგრამების ნახვა  შემდეგ ლინკზეა შესაძლებელი - http://newyear.gobatumi.com/index.html.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics