|
2019-12-25 11:51:28, 922 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება
„თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება“, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „თამარ მეფის ხიდის პანდუსზე დღეს ღამით დასრულდება მოასფალტება და ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ უშუალოდ სამუშაოებზე და იცით, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდა. ფაქტობრივად, მთლიანად მოხდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, მოწესრიგება და როგორც გითხარით, ხვალიდან იქნება შესაძლებელი ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელისა და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)