|
2019-12-24 12:55:01, 1144 ნახვა
საზოგადოება
„ტროლების პანაშვიდი“ - მოძრაობა „სირცხვილიამ“ „ქართული ოცნების“ ოფისთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა
მოძრაობა "სირცხვილიას წევრები "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ადგილზე სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს წარწერით: „გაუქმებულია - გაუქმეულია". აქციის მონაწილეებს ასევე ჩართული აქვთ სამგლოვიარო სიმღერა. ადგილზე მიტანილი იმ ადამიანების სურათებიც, რომლესაც ადანაშაულებენ ამ ყალბი ამბების ორგანიზებაში. მათ შორის არის შალვა რამიშვილის ფოტო წარწერით "FAKE". მათი თქმით, ეს არის "ტროლების პანაშვიდი" და „ქართული ოცნებაც“ ისე დასამარდება, როგორც ტროლების ქარხანა დასამარდა. „ჩვენი სათქმელი ის არის, რომ როგორც ტროლ ქარხანა დასამარდა ქართული საზოგადოების მიერ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ისე დასამარდება "ქართული ოცნება", იმიტომ რომ როგორც ეს ტროლ ქარხანა იყო დაფუძნებული სიძულვილზე, ზიზღზე, ანტიდასავლუ ნარატივზე, ისევე არის დაფუძნებული "ქართული ოცნების" მთლიანი ფოლიტიკა და ეს ხელისუფლება. როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ აიტანს და ვერ შეეგუება საქართველოში ზიზღს, სიძულვილს, სიცრუეს და ანტიდასავლურ განწყობას. ამიტომ 2020 წელს გაუქმეული მარტო შალვა რამიშვილი და მისი ანგარიშები არ იქნება, იქნება „ქართული ოცნებაც",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)