02:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 18:38:46, 2689 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა ავსტრიის პოლიციის ატაშე მადლობის სიგელითა და მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, კარლჰაინც გორტანო ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

კარლჰაინც გორტანოს, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან არის მოვლენილი და თავის უფლებამოსილებას უახლოეს მომავალში დაასრულებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორ ქვეყნას შორის მტკიცე და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებაში.

აღსანიშნავია მისი უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით ავსტრიული მხარისგან მიღებული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით: მასობრივ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების გაძლიერება, სათხილამურო პატრულის განვითარება, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაძლიერება.

კარლჰაინც გორტანოს საქართველოში საქმიანობის პერიოდში განსაკუთრებულად ეფექტიანი იყო საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში ოპერატიული თანამშრომლობის ხარისხი. ასევე, აღსანიშნავია ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის როლი და ჩართულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics