|
2015-07-24 20:23:27, 472 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება, სავარაუდოდ, თბილისშიც მოხდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება სავარაუდოდ, თბილისშიც მოხდება. მისივე თქმით, ტარიფის კორექტირება რეგონში შექმნილმა ვითარებამ გარდაუვალი გახადა. "მსგავსი პროგნოზი ასევე კეთდება თბილისის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, თბილისშიც მოხდება ტარიფის კორექტირება. მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენმა მთავრობამ როცა ამის რეალური შესაძლებლობა იყო, როცა მოვედით მთავრობაში და როცა დავინახეთ, რომ ჩვენი მოსახლეობა ზედმეტს იხდიდა, სწორედ ჩვენივე ინიციატივით, ყოფილი პრემიერის ინიციატივით, წამოვწიეთ ტარიფის თემა, აქტიურად ვიმუშავეთ სემეკთან და მივაღწიეთ შეთანხმებას და მაშინ ჯერ კიდევ 3 წლის წინ ტარიფის შემცირება გახდა შესაძლებელი. მაშინ ტარიფი შემცირდა დაახლოებით, 4 თეთრით. ეს იყო ერთადერთი მსგავსი ფაქტი და ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს.მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით, 150 მლნ-მდე თანხა, რასაც წლების განმავლობაში ზედმეტად იხდიდა. დღეს გვაქვს შეცვლილი ვითარება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ტარიფის კორექტირება გარდაუვალი გახდა 3.35 თეთრით.მიუხედავად მატებისა, მინდა განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა. სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით გაიზარდა. შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება. "ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით სს „თელასმაც“ მიმართა. "თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაახლოებით სამ დღეში დაიწყებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)