21:07 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 12:01:10, 2705 ნახვა

საზოგადოება
Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა

Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა.

როგორც Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ზემოხსენებული გვერდები და ანგარიშები პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.

„ამ საქმიანობის უკან მდგომი ადამიანები თავს ასაღებდნენ პოლიტიკურ პარტიებად, მედიებად, აქტივისტებად და რეალურ პირებად. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები ძირითადად მოიცავდა პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, საჯარო მოხელეები, ოპოზიციის და ადგილობრივი აქტივისტური ორგანიზაციების კრიტიკა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ადამიანები და მათ მიერ განხორციელებული აქტივoბები უკავშირდება სარეკლამო კომპანია "პანდას" და “ქართულ ოცნებას” (მმართველ პარტიას)“, - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

ჯამში, Facebook-მა 344 გვერდი, 39 პროფილი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა. გვერდები 440 000-ზე მეტ მომხმარებელს ჰქონდა გამოწერილი. მათი რეკლამირებისთვის 316 000-მდე ამერიკული დოლარი დაიხარჯა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics