|
2019-12-21 11:33:51, 2324 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვია
„მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ“ - ასე მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს. მინისტრი ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო. „მე ვთლი, რომ ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, მკვეთრად გამოიხატა სამედიცინო პერსონალის განწყობა. ისინი მზად არიან გარკვეული გარდაქმნებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება მარტივი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირაში ჩაინიშნა. მინისტრის თქმით, იანვრის დასაწყისში უკვე შემუშავებული იქნება განვითარების გარკვეული სტრატეგია. მინისტრთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მელიქიძეც ეწვია, რომლებმაც კლინიკა დაათვალიერეს და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა განაგრძეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)