|
2019-12-21 10:31:36, 2221 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2020 წლის გაზაფხულიდან ერთიანი ფრონტ-ოფისის კონცეფციას ავამოქმედებთ
„პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" „ერთი ფანჯრის" პრინციპის დანერგვის კუთხით სიახლე განხორციელდება, რათა პროგრამის ბენეფიციარებს არ უხდებოდეთ თბილისში ჩამოსვლა სათაო ოფისში და შეეძლოთ ყველა სახის ინფორმაცია და დახმარების მიღება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათზე" სიტყვით გამოსვლისას. ნათია თურნავამ დეპუტატებს ამ მხრივ არსებული პროექტის დეტალები გააცნო. მისი ინფორმაციით, დამუშავდა ერთიანი ფრონტ-ოფისის კონცეფცია, რომელიც უკვე 2020 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. „კონცეფცია მომზადდა პრემიერის დავალებით და ვფიქრობთ, მთავრობის მოწონების შემდეგ ავამოქმედებთ გაზაფხულიდან. ეს იქნება ჭეშმარიტი ბიზნესსახლის პროექტი, რომელიც არ საჭიროებს ძვირადღირებულ შენობას დედაქალაქში - ეს იქნება ისეთი ბიზნესსახლი, რომლიც თითოეული ადამიანის სახლთან მივა და ჩვენს პროგრამებზე წვდომას ყველა მსურველს გაუმარტივებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)