|
2019-12-20 17:30:51, 2810 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ 700 000 ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი დ.კ., გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ.ლ., ასევე მოქალაქეები ზ.ბ. და რ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის ნ.გ.-ს და მოქალაქე ვ.ზ.-ს მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილებები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2019 წლებში, ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში და ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს. „ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ 49 644 კვ.მ ფართობის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს დაახლოებით 700 ათასი ლარის მატერიალური ზიანი. გამოძიება გრძელდება თაღლითურად დაუფლებული სხვა მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ", მესამე ნაწილის „ა", „ბ" და მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი შესაძლო ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)