|
2019-12-20 12:59:31, 1337 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ და „თურქეთის ფოსტის“ ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის ფოსტისა და ტელეგრაფის (PTT) გენერალურ დირექტორთან ქენან ბოჟგეიკთან, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის საფოსტო ოპერატორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ ახალი პროდუქტები და ლოჯისტიკური სქემა, რომელიც უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილების გატარებას. ამასთანავე კომპანიები გაცვლიან ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გამოცდილებას. „თურქეთის ფოსტა გახლავთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაბამისად აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ფოსტას დიდი პოტენციალი გააჩნია, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახლავთ როგორც „მსოფლიო საფოსტო კავშირის”, ასევე „ევროპის საფოსტო გაერთიანების“, ჩვენ ამ ორგანიზაციების ფარგლებში გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ურთიერთმომგებიანი გავხადოთ“ - აცხადებს თურქეთის ფოსტის გენერალური დირექტორი ქენან ბოჟგეიკი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)