|
2019-12-19 16:53:24, 1457 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსზე სამუშაოები 25 დეკემბრისთვის დასრულებული იქნება
თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პანდუსის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, რამდენიმე დღეში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება. „ვფიქრობ, 25 დეკემბრისთვის სამუშაოები დასრულებული იქნება. კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, განათებები დამონტაჟდება და ყველაფერი მოწესრიგდება. საავტომობილო მოძრაობა პანდუსზე აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ეს პანდუსი წლებს გაუძლებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასალები, რომელიც ამ პროექტზე იყო გამოყენებული, საქართველოშია დამზადებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა, რაც ამ დროისათვის უკვე დასრულებულია. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 013 567 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია " კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)