|
2019-12-18 19:47:45, 1176 ნახვა
საზოგადოება
„ამ ცხოვრების დედაც!“ - შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მოზარდი პოლიციის მსხვერპლია. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და მისი მოადგილის, ნინო ცაციაშვილის გადადგომას ითხოვენ. „ეს არის საბჭოთა მილიცია, რომელიც კლავს ხალხს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები. ცოტა ხნის წინ მათ შსს-ს ღობეზე პლაკატები გააკრეს წარწერით - „სირცხვილია“. ასევე, ასფალტზე დატოვეს წარწერა - „ამ ცხოვრების დედაც“. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შეგახსენებთ, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)