16:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 15:35:14, 4558 ნახვა

კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: ხელისუფლების ღირსების საქმეა, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ

„ეს არის ცინიზმით სავსე აქტი“, – ასე აფასებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეს. 

მისივე განცხადებით, ხელისუფლების ღირსების საქმეა, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში ბრალდებული ყველა პირი უმკაცრესად დაისაჯოს. 

„ეს არის ცინიზმით სავსე აქტი, რომელიც სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმეა, რომ მკაცრად იყვნენ დასჯილნი ის პირები, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდნენ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა. 

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული  ინფორმაციით, ის ააფეთქეს.

იური ვაზაგაშვილი, სოფელ ყარაფილაში დღეს,  შვილის გვერდით დაკრძალეს.

დაკრძალვის პროცესს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის  წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics