02:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 10:32:54, 2159 ნახვა

სამართალი
გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში მისვლას არ აპირებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, დღეს პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

ბოკერიას თქმით, მისი პროკურატურაში დაბარების საკითხი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც „დაჭერები დააანონსა“.

„ვისარგებლებ უფლებით, რომ სასამართლოში დამიბარონ მაგისტრ მოსამართლესთან, ეს უფრო გამჭვირვალეც არის და უფრო მოსახერხებელიც. 5 წელია ეს საქმე არ გახსენებიათ და ახლა გაახსენდათ, ამ პოლიტიკურ კლიმატში, მას შემდეგ, რაც  ივანიშვილმა საჯაროდ დაგვიანონსა ზოგადად ოპოზიციურ ლიდერებს, დაისჯებითო. ვართ მზად ამ ტიპის გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის. თუ ის არ მოეგება გონს დროზე და არ გადადგამს განმუხტვისკენ ნაბიჯებს და მითუმეტეს, თუ ამ გზით წავა, კიბატონო წავა - რამდენს დაიჭერს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზეა დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics