|
2019-12-03 22:22:46, 10091 ნახვა
სხვადასხვა
მეცნიერების კვლევის მიხედვით, შავი ზღვის ნაწილი მკვდარია
მეცნიერების კვლევის მიხედვით, შავი ზღვის ნაწილი მკვდარია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს შავი ზღვიდან ამოღებული სინჯები და ისინი თვლიან, რომ ზღვის ნაწილი მკვდარია. "ბი-ბი-სი" ასევე წერს, რომ წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ ევროპისთვის შავი ზღვა ნაგავსაყრელად იყო ქცეული, რამაც ზღვის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. აბუჯალილ აბდურასულოვის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, ავტორი ამბობს, რომ შავი ზღვა ევროპის ზღვებს შორის, ყველაზე მეტად არის დაბინძურებული. "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტი ბათუმში იმყოფებოდა, კერძოდ ნაგავსაყრელზე და ყვება, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი იმისა, რომ ზღვა კვდება. ჟურნალისტმა ასევე გადაიღო შავი ზღვის სანაპირო უკრაინის მხრიდან, სადაც ზღვას სასიცოცხლო ნიშნები თითქმის აღარ ეტყობა. ჟურნალისტთან ერთად შავ ზღვაში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ აიღეს სინჯები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)