04:10 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 20:08:40, 1570 ნახვა

საზოგადოება
„შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე თავდაპირველად ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა  „შეცვალეს“ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა მას შემდეგ, რაც სამართალდაცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიას განარიდეს, ვითარება განიმუხტა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ მივიდნენ შეძახილებით „გაყარეთ ესენი აქედან“, რასაც მათსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველები ამ დროისთვის ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

ცნობისთვის, სამოაქალაქო მოძრაობები „ქვეყნის სამსახურში“ და „შეცვალე“ მცხეთაში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, რა დროსაც მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "გაბედეს" ორი აქტივისტი ქალა-ტვინის ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics