|
2019-12-02 16:45:34, 2526 ნახვა
სამართალი
პროკურორი გიორგი მიქავა: 16 მილიონ 664 ლარი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა ბრალდების ყველა ძირეული საკითხი და გარდა ამისა,ის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკის კუთვნილი თანხების- საუბარია 16 მილიონ 664 ათასი დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე, მოტყუებით და შემდგომში აღნიშნული ფულადი თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს”- ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა. მისივე თქმით, ბრალდების დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერანაირი, ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რაიმე მნიშვნელოვანი სხვა პოზიცია ვერ მოისმინა, რომელიც უარყოფდა ან გააბათილებდა ბრალდების მხარის და აღნიშნული ბრალდების ძირითად საკითხებს. “რაც შეეხება აღნიშნულ თანხას, საქმეში არსებობს უდაო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტული თანხა, საუბარი არის 16 მილიონ 664 ათას დოლარზე, აღნიშნული თანხები აღნიშნულმა პირებმა გამოიყენეს იმ სასესხო ვალდებულებების გასტუმრებისთვის, რომელთაც მათ ერთი წლით ადრე, ერთი წლის წინ , 2007 წელს გაიზარდეს აქტივები თიბისი ბანკში”- განაცხადა პროკურორმა. გიორგი მიქავას თქმით, საუბარია იმაზე, რომ მოცემული პერიოდისთვის, როგორც ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თუ ჰქონდათ დაახლოებით, 6% აქციისა, შემდგომში გაუხდათ 35-36 % აქციები, როგორც ფიზიკურ პირებს თიბისი ბანკში. “თუმცა, ამაზე როდესაც ჩვენ ვეკითხებით ბრალდებულებს, მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. გარდა ამისა, როდესაც ისინი უტრირებენ და სპეკულირებენ 2008 წლის ომის თემით, რომ მათ ვერ შეძლეს აღნიშნული თანხის გადახდა, ამავე დროს საქმეში არსებული მტკიცებულებით ასევე უდაოდ დასტურდება , რომ 2008 წლიდან 2019 წლამდე ან 2018 წლამდე მათ, კერძოდ, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ხაზგასმით აღვნიშნავ, დეკლარირებული შემოსავლის სახით, მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალზეა საუბარი, მიიღეს 74 მილიონი ლარის შემოსავალი , რითაც დასტურდება, რომ მათ არათუ ვერ გადაიხადეს, არ გადაიხადეს აღნიშნული თანხები და აღნიშნულით პირდაპირ დასატურდება და ამით დგინდება აღნიშნული დანაშაულის, კერძოდ, თაღლითობის მოტივი, ანგარებითი მოტივი, მათი მიზანი და შემდგომში, მთელი რიგი ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს , რომელიც ადასტურებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს”, აღნიშნა პროკურორმა. ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)