05:54 - 22 Jul, 2026
|
2019-11-30 12:02:36, 3231 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი დაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ მარსაგიშვილი თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილი, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი ბიძინა სტურუა დაინიშნა. მიღებული გადაწყვეტილებები 2 დეკემბრიდან ამოქმედდება. აღნიშნული ინფორმაცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)