|
2019-11-29 10:50:36, 1019 ნახვა
საზოგადოება
ჰოლივუდის კინოსტუდიები არალეგალური ფილმების ჩვენებისთვის საქართველოს სანქციებით ემუქრებიან
წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები, მათ შორის "დისნეი", "ნეტფლიქსი", "პარამაუნტ პიქჩერზი", "სონი პიქჩერზი", "უნივერსალ სითი სტუდიოს" და "ვორნერ ბროს", საქართველოში არსებულ ინტერნეტ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქ.პატენტისა და ინტერეტ მეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებ-გვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროვებენ სხვადასხვა სახის კონტენს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 29 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ გამართავს პრესკონფერენციას, რომელსაც გაუძღვებიან ზურა ბეჟაშვილი (ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ), კოტე ჩლაიძე (ეროვნული კინოცენტრი), დავით ვაშაძე (კინოკლასტერი) გიგა კობალაძე (საავტორო უფლებათა ასოციაცია), ანდრო დგებუაძე (ტელეკომპანია "იმედი") და გიორგი გაჩეჩილაძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი).
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)