|
2019-11-22 10:39:48, 1634 ნახვა
საზოგადოება
გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. „ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე გაანალიზდა ის მიღწევები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სეგმენტში გვაქვს. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც ფერმერებს აქვთ. მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამები, რომელთა განხორციელებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლისათვის აქვს დაგეგმილი, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი სოფლისა და სოფლის მეურნეობის წინაშე დგას. აღსანიშნავია, რომ ასეთ ფორმატში ფერმერებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია საჭიროებების სწორად განსაზღვრისთვის და ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. წელს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა მეცრამეტედ იმართება და მასში 15 ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, ასევე, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)