03:36 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 19:27:06, 1410 ნახვა

კომენტარი
სუბარი - როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება და დეპუტატებზე თავდასხმა, სახელმწიფო მოვალეა, უკანონობა აღკვეთოს

„როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე თავდასხმა და ბოქლომების დადება ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფოს უფლება კი არ აქვს, მოვალეა, რომ იმოქმედოს“, - ასე გამოეხმაურა რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა აღიარებს, რომ ის, რაც პარლამენტის შენობასთან ხდებოდა, უკანონო იყო.

„საქართველოში დაცულია შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება, ისევე როგორც დაცულია გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ყველაზე რადიკალური მოწოდებებიც კი, როგორიც არის ხელისუფლების დამხობა, რევოლუცია, საყოველთაო დაუმორჩილებლობა და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ეს მოწოდებები, განცხადებები გადადის ისეთ ქმედებებში, რომ ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე თავდასხმა, მათ შორის ფიზიკური, რაც დილას ვიხილეთ, როდესაც ხდება ბოქლომების დადება პარლამენტის თუ სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე და ბლოკირება სახელმწიფო შენობების, მაშინ ბუნებრივია, სახელმწიფოს უფლება კი არ აქვს, მოვალეა, რომ იმოქმედოს და ეს მოქმედება განხორციელდა. აღკვეთილია ის უკანონობა, რომელიც ხდებოდა და ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. ისინიც კი, ვინც ცდილობდნენ რომ გაემართლებინათ მომიტინგეები, ვერ მალავდნენ, რომ ეს იყო უკანონობა თვით მომიტინგეების და მათი ლიდერების ჩათვლით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშვადა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დღევანდელ აქციაზე 18 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics