09:30 - 17 Aug, 2026
|
2019-11-15 17:45:25, 1935 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ოსური მედია იუწყება, რომ ლენინგორის (ახალგორი) საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ტრავმატოლოგ-ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. „ლენინგორის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილის მიმართ მოხდა აღკვეთის ღონისძიების, ორთვიანი პატიმრობის შეფარდება“, - აცხადებენ ცხინვალის „კაგებეს“ პრესსამსახურში. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს. მას ე.წ საღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. როგორც ცნობილი ექიმის მეუღლემ მედიას განუცხადა, გაფრინდაშვილი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)