|
2019-11-15 15:55:05, 1756 ნახვა
საზოგადოება
მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, სტუდენტებმა ბიზნესგეგმები წარმოადგინეს
მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სატყეო სექტორით დაინტერესებულმა მხარეებმა ტყის რესურსებით მდგრად სარგებლობაზე ბიზნესგეგმები წარმოადგინეს. შეხვედრა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის პროგრამის მენეჯერმა, ვახტანგ მშვიდობაძემ მიმართეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სატყეო სექტორის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი იყო ბიზნესკონცეფციები, სადაც აქცენტი გაკეთდა ტყის არამერქნულ რესურსებზე და ეკოტურიზმის განვითარებაზე. მისასალმებელია, რომ წარმატებულ პროექტებს ავსტრიის განვითარების სააგენტო დააფინანსებს“, - განაცხადა იური ნოზაძემ. ფორუმის პირველი დღე ენერგეტიკის მიმართულებით მომზადებული ბიზნესკონცეფციების განხილვას დაეთმო, ხოლო მეორე დღე, ტყის სერვისების მრავალფუნქციური გამოყენების თემაზე სტუდენტების მიერ მომზადებულ კონცეფციებს. კომპეტენტურმა სპეციალურმა კომისიამ, სატყეო სამუშაო ჯგუფთან ერთად, სტუდენტების მიერ მომზადებული კონცეფციებიდან ოთხი შეარჩია. პროგრამა ინიცირებულია პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)