|
2015-07-20 19:33:54, 5202 ნახვა
კულტურა
„არსენალის მთა ღამით“ საქართველოს გადაეცა
ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც 2015 წლის 1 ივნისს მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა Christy’s-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის 21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ნამუშევრის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. მათივე ინფორმაციით, დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციაა დაცული. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით თავდაპირველად „არსენალის მთა ღამით" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)