09:26 - 22 Jul, 2026
|
2019-11-13 16:51:21, 1824 ნახვა
სამართალი
კახა საბანაძე კინოჩვენებებთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე: შსს-მ მაქსიმალური გააკეთა, რომ ორივე მხარის ინტერესი დაცული ყოფილიყო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის მოძრავი ექსპრესფილიალების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა. „პირდაპირ მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი, რაც მთავარია, გამოხატვის უფლება და ვფიქრობ, რომ ეს წარმატებით შესრულდა. რაც შეეხება გადაცდომებს და დარღვევებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა კანონის მიხედვით შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა საბანაძემ.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)