|
2019-11-13 13:13:25, 1627 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალური ინსპექციას ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა, რომელიც ამჟამად, დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს. „გვაქვს საკადრო ცვლილებები. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა და მინდა, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე „თბილსერვის ჯგუფის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. ლევან ჯღარკავა ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალია. მან ეს ჩვენ გვაჩვენა, როდესაც ის „თბილსერვისს“ ხელმძღვანელობდა. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და მინდა, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად საკრებულოს დასამტკიცებლად, რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა წარედგინება. „რომეო მიქაუტაძესთან ჩვენ წლების განმავლობაში, თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მაშინ ის „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და ქვეყნისთვის მართლაც ბევრი სასიკეთო პროექტი იქნა განხორციელებული, რაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების, ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მშენებლობას, ასევე, ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ზოგადად აწუხებს ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)