|
2019-11-12 19:26:29, 1712 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ-გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ-გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა, რომლითაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნოს. ამისთვის საკმარისია, საძიებელში წამლის არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება (ე.წ. გენერიული დასახელება) შეიყვანოს და გაყიდვაში არსებული თითქმის ყველა ბრენდის ფასი გამოჩნდება. „აღსანიშნავია, რომ სისტემა აჩვენებს როგორც კოლოფის, ასევე ერთეულის ფასს. ერთეულის ფასი გამოთვლილია ტაბლეტების რაოდენობისა და დოზის გათვისწინებით. ასევე მითითებულია მწარმოებელი ქვეყანა. თავად ფასები არის სავარაუდო და მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 5- 10% - ს. ფასის ცვლილებები პერიოდულად განახლდება . თუმცა როგორც გაერთიანებაში განმარტეს, მთავარი ისაა, რომ სისტემა საშუალებას იძლევა , თვალსაჩინო იყოს ბრენდებს შორის ფასთა განსხვავება , რაც პრაქტიკულად არ იცვლება. აღსანიშნავია, რომ ერთიდაიგივე შემადგენლობის წამლებს შორის ფასთა სხვაობა 900-1000% (ათასი) -ით მერყეობს სხვადასხვა ბრენდებს შორის. რაზეც არაერთი კვლევა მეტყველებს . ამ ეტაპზე ეს არის ხელმისაწვდომი ყველასთვის“, - ნათქვამია სამედიცინო ასოციაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. http://www.ugma.ge/ge/?option=com_content&view=article&id=62
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)