|
2019-11-12 14:04:35, 1694 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა სამინისტროს ინოვაციების მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ, სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ BioChimPharm (BCP) ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ საგრანტო კონკურსში პროექტით PowerPhage™ გაიმარჯვა. BioChimPharm (BCP) ანტიბიოტიკების ბუნებრივი ალტერნატივის (sustainable alternative to antibiotics) შექმნითა და წარმოებით არის დაკავებული, PowerPhage™ - ი კი ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში, მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა, უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივით - ფაგებით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)