11:16 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 13:38:33, 1345 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ვერაზე,  იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, სადაც ცნობილი ინჟინერი ნ. სლავინსკი ცხოვრობდა, რომელიც ყოფილი ჩელუსკინელების სახელობის, ახლანდელი თამარ მეფის ხიდის მშენებელია. 

ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში შვიდი ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 000 ლარი დაიხარჯება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics