10:37 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 19:50:53, 1593 ნახვა

სამართალი
კინო „ამირანთან“ მისულ დავით ბერძენიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ყოფილ დეპუტატს, „რეპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილს, კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის მონაწილეების გაღიზიანება ბერძენიშვილის განცხადებებს, მოჰყვა, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვისაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნახვა სურს.

„მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც უნდა ფილმის ნახვა და ეს ადამიანები, რომლებიც აქ ჯგროდ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, რომ ინდივიდუალურად მოვიდნენ, მაშინ კურდღლები ხდებიან. მთავარი და არსებითი არის ის, რომ ეს არის ხელოვნება და ადამიანებს აქვთ უფლება ნახონ ფილმი. აქ მყოფი ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ კომუნისტური მანდატები, ახლა გახდნენ მორწმუნეები“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ამის შემდეგ ბერძენიშვილს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად დაუპირისპირდა. დეპუტატმა ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა.

ცნობისთვის, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენება“ პრემიერას აპროტესტებენ, დაძაბული ვითარებაა. მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფები არიან შეკრებილი და შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარდა, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგნლებიც განლაგდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics