|
2019-11-08 15:30:40, 1139 ნახვა
საზოგადოება
სამგორში, მესამე მასივში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, სამი ახალი სკვერი მესამე მასივში გაიხსნა. ახლადმოწყობილი სკვერები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა. ერთ-ერთი სკვერი ვარკეთილის ზემო პლატოს N1 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო. 1 320 კვ.მ ფართობის დასასვენებელ სივრცეში სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საყრდენი კედელი და კიბე. ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირთათვის და მოეწყო სპეციალური პანდუსი. პროექტის ღირებულება 126 047 ლარია და ის სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა. უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა ხომლელის ქუჩაზეც. N4 კორპუსის მიმდებარედ, 340 კვ.მ ფართობზე საბავშო ატრაციონები და საბაღე სკამები განთავსდა. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის ღირებულება 45 386 ლარია და ის სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა. ასევე, დასრულდა სკვერის მოწყობა მე-9 კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ. 165 კვ.მ ფართობის საბავშვო მოედანზე ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. დამონტაჟდა გარე განათების სისტემაც. პროექტის ღირებულება 42 052 ლარია. სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 13 სკვერი მოაწყო, ამჟამად კი დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. (NS)
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)