|
2019-11-08 14:38:30, 1157 ნახვა
სამართალი
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გადაიდოს, სანამ პორნოგრაფიულ კონტენტზე ექსპერტიზა არ ჩატარდება - ლორთქიფანიძე შსს მიმართავს
უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერასთან დაკავშირებით, შსს-ს და პროკურატურას მიმართა და ჩვენების გარკვეული დროით გადადება მოითხოვა. კერძოდ, ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ფილმი პორნოგრაფიულ კონტენტებს შეიცავს და მისი ჩვენება მანმდე უნდა გადაიდოს, ვიდრე ამ მიმართულებით ექსპერტიზა არ ჩატარდება: „დღეს იქნება უპრეცედენტო ხასიათის პროტესტი. პროტესტი მთლიანად იქნება დამყარებული სამართლებრივ არგუმენტებზე. იმდენად რკინისებური იქნება ჩვენი არგუმენტები ამ ფილმის ჩვენების შეჩერების გარდაუვალობასთან დაკავშირებით, რომ თავად საზოგადოება დარწმუნდება, მას შემდეგ რაც მტკიცებულებებს წარმოვადგენთ. გუშინ ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ორი ძირითადი არგუმენტის მოშველიებით. დღეს დამატებითი დანართის სახით მტკიცებულებებს წარვუდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტებს, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის გამომრიცხავი გარემოება ასეთი ფილმის კინოჩვენებაში და კინოგაქირავებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით. მეორე და არც თუ ნაკლები არგუმენტის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ ამ ფილმის გაშვების ორგანიზატორებს ეყოთ თავხედობა და ცენტრალურ აფიშებზე დაიტანეს ასაკობრივი ცენზის განმსაზღვრელი გრიფი ლათინური ასობგერა – R, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილმზე დასწრების უფლება აქვთ როგორც მცირეწლოვნებს, ისე არასრულწლოვნებს როგორც მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით, რაც პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში ვერ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)