|
2015-07-20 13:11:30, 439 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: ოჯახური ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი, სწორედ ჭიკაიძის მიმართ ასეთი უსამართლობა იყო
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ ალექსანდრე ჭიკაიძის დანიშვნით, უსაფრთხოების საბჭოს რაიმე სერიოზული შენაძენი არ გაუკეთებია. ცისკარიშვილი ჭიკაიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას, მთავრობის მეთაურის მიერ საკუთარი კადრების მიმართ მეტი ნდობის მოპოვების შესაძლებლობას უკავშირებს. ამასთან, სოსო ცისკარიშვილის თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძეს უსამართლოდ მოექცნენ და აიძულეს, თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, განცხადება თავად დაეწერა. ცისკარიშვილი "ექსპრესნიუსთან" საუბრისას ჭიკაიძის ოჯახურ ტრაგედიაზეც საუბრობს (დედის, მზია მაღალდაძის გარდაცვალება) და მის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად, სწორედ, ალექსანდრე ჭიკაიძის მიმართ უსამართლობას ასახელებს. "ერთი, რომ უნდა გრძნობდნენ გარკვეულ უხერხულობას, რომ თავისი დანიშნული კადრი ისე მოიშორეს, აიძულეს დაეწერა მას თავად განცხადება გათავისუფლების თხოვნით. ეს უკვე წარმოადგენს თითიდან გამოწოვილი პროცედურების კვლავ თავზე მოხვევას. ეს კომუნისტების დროიდან მომდინარე პრაქტიკაა, როდესაც ადამიანს, რომელსაც სურს მუშაობა, აწერინებენ განცხადებას სამსახურიდან წასვლის თხოვნით, ამ ვითარებაში აღმოჩნდა თავად ჭიკაიძე. ოჯახური ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი, სწორედ ასეთი უსამართლობა იყო მის მიმართ და ასეთი დანიშვნა ამ შემთხვევაში არის მცდელობა, რომ საკუთარი კადრების მიმართ გააჩნდეთ უფრო მეტი ნდობის შესაძლებლობა. თავად დაბრუნება ბევრ არაფერს ნიშნავს და ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სერიოზული შენაძენი გაიკეთა უსაფრთხოების საბჭომ, საბჭომ, რომელმაც წლების გნმავლობაში ვერ მონახა საერთო ენა კონსტიტუციურ სტრუქტურასთან, რასაც ჰქვია უშიშროების საბჭო და მთელი საფრთხეების გვირგვინი და ჩვენი ქვეყნისა, პრეზიდენტის რეზიდენციის 10 000 მეტრო ფართობი მიაჩნია",-განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა "ექსპრენსიუსს". ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის, მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ჭიკაიძეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ეკავა.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)