|
2019-11-07 16:28:43, 1593 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა
თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის მესამე კვარტალში გაყიდვები შემცირებულია. 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რეალიზებული ბინების რაოდენობა -11.9%-ით, ხოლო ჯამური ფართი -11.4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კლებისა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 2017 წელთან შედარებით საგრძნობლად მაღალია. კვლევიდან ვგებულობთ, რომ ლარის გაუფასურებამ საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ. მესამე კვარტლის მანძილზე საპროცენტო განაკვეთები ლარში გაიზარდა. თუმცა, მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების გაცემების ზრდა, რასაც ეროვნული ბანკის მიერ ვალუტაში სესხებზე სარეზერვო მოთხოვნის დაწევა და გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია შეუწყობს ხელს. 2019 წლის 9 თვის მანძილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი. სულ გაცემულია 149 ახალი ნებართვა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. წლის დასაწყისიდან საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დოლარში -4%-ით არის შემცირებული, ხოლო ლარში 6.6%-ით არის გაზრდილი, რაც ვალუტის გაუფასურებით აიხსნება. თიბისი კაპიტალის მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების გარკვეულ შემცირებას ვარაუდობენ. კვლევა დეტალურად იხილეთ თიბისი კაპიტალის და თიბისი კვლევების ვებ-გვერდზე: http://tbccapital.ge/en/research/reports
(R)
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)